პალიატიური მზრუნველობის ასოციაცია  - "ჰუმანისტთა კავშირი" ასოციაციის ოფიციალური რეგისტრაციის თარიღი  - 1999 წლის 16 თებერვალი

ასოციაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია საქართველოში პალიატიური მზრუნველობის განვითარება და ბიოეთიკური სტანდარტების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში თანამედროვე პალიატიური მზრუნველობის სისტემის ჩამოყალიბებასა და შემდგომ წარმატებებს.

პარტნიორები, სპონსორები, კოლაბორატორები:

კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემია
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" (OSGF)
ღია საზოგადოების ინსტიტუტი (OSI)
უნგრეთის პალიატიური მზრუნველობის ასოციაცია
კიბოს პრევენციის ცენტრი
საქართველოს პირველი ლედის ოფისი
საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი SOCO                                                                    
ჩრდილოეთ კაროლინის შტატის "ვეიკის" ჰოსპისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი
ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახური
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის N 2 სამედიცინო სასწავლებელი
თბილისის N3 სამედიცინო სასწავლებელი
"წითელი ჯვრის" ეროვნული საზოგადოება
საზოგადოებრივი ტელემაუწყებელი
ტელეკომპანია "იმედი"

 

საერთაშორისო ექსპერტები:

კატალინ მუზბეკი - უნგრეთის პალიატიური მზრუნველობის ასოციაცია და ჰოსპისთა ფონდი, პალიატიური მზრუნველობის ევროპული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
აგნეშ რუშა -  უნგრეთის პალიატიური მზრუნველობის ასოციაცია და ჰოსპისთა ფონდი
მერი კალევეი - ღია საზოგადოების ინსტიტუტის პალიატიური მზრუნველობის ინიციატივის ხელმძღვანელი
ფრანკ ფერისი - სან დიეგოს ჰოსპისი, პალიატიური მზრუნველობისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის საერთაშორისო ექსპერტი
იან სტჯერნსვორდი - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის საერთაშორისო ექსპერტი
ანდა ჯანსონე - ლატვიაში ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის პროექტის დირექტორი

განხორციელებული პროექტები:

2000-2001 წ.წ - ორი საერთაშორისო შეხვედრა - "ინტეგრაციული მედიცინა პალიატიურ მზრუნველობაში" (კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიასთან კოლაბორაციით);

2001-2002 წ.წ - პალიატიური მზრუნველობის გუნდის შექმნა (სპონსორები: ღია საზოგადოების ინსტიტუტი და ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო").

"კიბოს პრავენციის ცენტრთან" და "კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიასთან" თანამშრომლობის შედეგად გამოიცა პირველი სახელმძღვანელო - "პალიატიური მზრუნველობა (სამედიცინო ასპექტები)". ორივე პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას ღებულობდნენ უნგრეთის პალიატიური მზრუნველობის ასოციაციის ლიდერები - კატალინ მუზბეკი და აგნეშ რუშა

2003 წ - მონაწილეობა "აშშ - საქართველოს თანამშრომლობა ბიომედიცინის დარგში" დამოუკიდებელი სექციის სახით.

"კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიასთან" ერთად მომზადდა და ჩატარდა ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების ორი კურსი (თითოეულის ხანგრძლივობა 10 სთ).

2004 წლიდან - პროექტის განხორციელება "ბინაზე პალიატიური მზრუნველობა მობილური გუნდის მიერ" (ჰოსპისი ბინაზე).

ბინაზე პალიატიური მზრუნველობის პირველი მობილური გუნდის დაფინანსება განხორციელდა საქართველოს პირველი ლედის - სანდრა რულოვსის საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფინდის "SOCO"- ს მიერ.

2004-2005 წ.წ - პროექტი "პალიატიური მზრუნველობის სისტემის განვითარება საქართველოში" (ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველო-ს" (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით)

მომზადდა და გამოიცა ორი სახელმძღვანელო "პალიატიური მზრუნველობა" სამედიცინო უნივერსიტეტების  და სამედიცინო სასწავლებლების სტედენტებისათვის. შეიქმნა პალიატიური მზრუნველობის სასწავლო პროგრამა სამედიცინო უნივერსიტეტებისათვის.
2006 წლიდან "პალიატიური მზრუნველობა" შეტანილ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში ელექტიური კურსის სახით. 2006 წლის მაისის თვისათვის პალიატიური მზრუნველობის აღნიშნულ კურსს დაესწრო 100-ზე მეტი სტუდენტი.

2005-2006 წ.წ ბინაზე პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი დაფინანსებულია საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ.

პალიატიური მზრუნველობის მნიშვნელობაზე სამედიცინო სფეროს მუშაკთა და საზოგადოების ცოდნის ასამაღლებლად "ჰუმანისტთა კავშირის" ინიციატივით შეიქმნა 5 ვიდეო რგოლი, რომელიც ეხებოდა ქ. თბილიში ბინაზე პალიატიური მზრუნველობის განხორციელებას. აღნიშნული ვიდეო რგოლები "სოციალური რეკლამის" სახით გადაიცემოდა სახელმწიფო ტელე-არხისა და ტელეკომპანია "იმედის" ეთერით.

"ჰუმანისთა კავშირის" აქტიური მონაწილეობითა და საერთაშორისო ექსპერტების - ფრანკ ფერისისა და იან სტჯერნსვორდის (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მრჩეველები) დახმარებით ჩატარდა რამდენიმე თეორიული და პრაქტიკული მომზადების კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა ქრონიკული ინკურაბელური დაავადებებით შებყრობილი პაციენტების ტკივილის გაყუჩების (მართვის) საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გაცნობას, პალიატიური მზრუნველობის განხორციელებაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ცოდნის ამაღლებას, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. აღნიშნული ტრენინგები ჩატარდა კიბოს პრევენციის ცენტრთან არსებული ჰოსპისის ბაზაზე.

საქართველოში უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლას შედეგად მოჰყვა იან სტჯერნსვორდის მიერ "პალიატიური მზრუნველობის ეროვნული პროგრამის" ჩამოყალიბება, რომელიც მოგვიანებით ითარგმნა და გამოიცა საქართველოში პალიატიური მზრუნველობის ეროვნული კოორდინატორის - დიმიტრი კორძაიას ოფისის მიერ. პროგრამა გამოიცა ქართულ და ინგლისურ ენებზე და დაურიგდა ჯანდაცვის მუშაკებსა და საკანონმდებლო სფეროს წარმომადგენლებს. მისი ელექტრონული ვერსია განთავსებულია ინტერნეტში, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე.

http://www.parliament.ge/files/619_8111_336972_Paliativi-Eng.pdf 

პალიატიური მზრუნველობის ეროვნული კოორდინატორის ოფისი კოორდინაციას უწევს სხვადასხვა პროექტების განხორციელებას, წარმოადგენს პალიატიური მზრუნველობის სფეროში მომუშავე სამედიცინო პერსონალის სასწავლო ცენტრს, ასევე აწარმოებს პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინებისა და სახელმძღვანელოების მოძიებას, თარგმასა და გამოსაცემად მომზადებას, ორგანიზაციას უწევს სემინარებისა და ვორქშოფების მოწყობას, მუდმივად თანამშრომლობს ასოციაციის ძველ და ახალ პარტნიორებთან აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2005 წ. ასოციაციამ მოამზადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული შეფასების რეკომენდაციები "წონასწორობის მიღწევა ოპიოიდების კონტროლის ეროვნულ პოლიტიკაში" თარგმანი, რომელიც მოგვიანებით გამოიცა პალიატიური მზრუნველობის ეროვნული კოორდინატორის ოფისის მიერ.

2005 წელს ასოციაცია "ჰუმანისტთა კავშირის" ინიციატივით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დაიწყო საკითხის განხილვა, რათა "პალიატიური მზრუნველობა" შეტანილ იქნეს სამედიცინო სპეციალობების ნუსხაში დამოუკიდებელი სუბ-კომპონენტის სახით. დისკუსია დღემდე გრძელდება.

2005 წელს ასოციაცია "ჰუმანისთა კავშირისა" და "კიბოს პრევენციის ცენტრის" მიერ ორგანიზაცია გაეწია კავკასიის ქვეყნებისათვის პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო კურსის ჩატარებას, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა უნგრეთის ჰოსპისთა ფონდი და ღია საზოგადოების ინსტიტუტი.

2006 წლიდან პალიატიური მზრუნველობის სამასახურს დაემატა მეორე მობილური გუნდი, რომლის მუშაობა დაფინანსებულია თბილისის მუნიციპალური პროგრამის ბიუჯეტით. ამჟამად თითოეული მობილური გუნდი წარმოდგენილია 1 ექიმითა და 3 ექთნით, ასევე კონსულტანტების (ქირურგი, ონკოლოგი, ჰემატოლოგი, იმუნოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი და ა.შ) ჯგუფით. მობილური გუნდი ახორციელებს კიბოთი და სხვა ინკურაბელური დაავადებებით შებყრობილი პაციენტების სამედიცინო მომსახურებას, ასევე უზრუნველყოფს მათ მედიკამენტებითა და ერთჯერადი სამედიცინო მასალებით. ორივე მობილური გუნდი ერთდროულად მზრუნველობას უწევს 70-მდე პაციენტს, აწარმოებს ბინაზე 4-6 ვიზიტს ყოველდღიურად. საქართველოს პირველი ლედის საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდის "SOCO"-ს ფინანსური დახმარებით შეძენილ იქნა ავტომანქანა, რომელიც ემსახურება პაციენტების ტრანსპორტირებას საჭიროების დროს, ასევე მონაწილეობს პალიატიური მზრუნველობის ეროვნული კოორდინატორის ოფისის ყოველდღიურ საქმიანობაში.

ასოციაციის ინიციატივით გაფორმდა ხელშეკრულება ორ სამედიცინო სასწავლებელთან მათ სასწავლო პროგრამებში პალიატიური მზრუნველობის ელექტიური კურსის ჩართვის თაობაზე.

2006 წელს ასოციაცია "ჰუმანისტთა კავშირმა" მიიღო ახალი პროექტის "პალიატიური მზრუნველობის განხორციელება ბავშვებში" დაფინანსება.

2006 წლის აპრილში ასოციაციისა და პალიატიური მზრუნველობის ეროვნული კოორდინატორის ოფისის აქტიური ძალისხმევის შედეგად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი (კომისია) რომელსაც დაევალა "პალიატიური მზრუნველობის ეროვნული პროგრამის" მომზადება. კომისიის შემადგენლობაში შევიდა 17 წევრი. განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - პალიატიური მზრუნველობისა და წამალთა ხელმისაწვდომობის (ტკივილის მართვის ოპტიმიზაციის) საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის გაუმჯობესება, რომელიც არეგულირებს ოპიოიდების სხვადასხვა ფორმების იმპორტირებას, დანიშვნას, გამოწერასა და მიღებას.

მოლაპარაკება დაიწყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ლიდერებთან, რათა განხორციელდეს ბინაზე პალიატიური მზრუნველობის გაფართოვება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 5 ცენტრის (თბილისი და 4  რეგიონული ცენტრი) და 12-15 მობილური გუნდის საშუალებით. ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის "კანონი და ჯანმრთელობა" ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ლექციების მოწყობა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში (4 ლექცია თბილისში და 8 ლექცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში) პალიატიური მზრუნველობის განხორციელებაში ჩართული ყველა სამედიცინო მუშაკისათვის, რომელიც მიეძღვნება ოპიოიდების სხვადასხვა ფორმების წარმოების (ან ქვეყანაში შემოტანის), გამოწერისა და დანიშვნის საერთაშორისო გამოცდილებას, ნარკოტიკული საშუალებების სხვადასხვა ფორმების ფარმაკოლოგიასა და ფარმაკოკინეტიკას, ტკივილის გაყუჩების სამედიცინო და ეთიკურ ასპექტებს.

მონაწილეობა იქნა მიღებული "გლობალური ფონდისათვის" იმ განაცხადის მომზადებაში, რომელიც ითვალისწინებს პალიატიური მზრუნველობის სისტემის ამოქმედებას აივ/შიდსით დაავადებულ პაციენტებში.

ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიის განყოფილების ბაზაზე შეიქმნა და მუშაობა დაიწყო გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტმა (სახელმწიფო დაფინანსებით). ამჟამად დეპარტამენტი წარმოადგენს ბინაზე პალიატიური მზრუნველობის 2 მობილური გუნდის ორგანიზაციულ ცენტრს, ხოლო მომავალში ნავარაუდევია მის ბაზაზე პალიატიური მზრუნველობის ამბულატორიის შექმნა ყველა ასაკის პაციენტებისათვის. ასევე დაგეგმილია პალიატიური მზრუნველობის სფეროში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის თეორიული და პრაქტიკული გადამზადების ცენტრის ამოქმედება და პალიატიური მზრუნველობის სასწავლო ბაზის შექმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტისა და მინიმუმ 2 სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტებისათვის.